|
2020-10-31 21:24:05, 2281 ნახვა
თალაკვაძე ეგზიტპოლების განსხვავებულ მაჩვენებელზე - მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია
"ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ კოვიდპანდემიის ფონზეც შეუძლია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. "საქართველომ უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ გადადგა ნაბიჯი. ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება და ჩვენ უკვე ვეცდებით ეს მხარდაჭერა მომავალ წარმატებაში გარდავქმნათ. საქართველომ დაამტკიცა, რომ კოვიდპანდემიის ფონზეც შეუძლია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვართ გარანტი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკის აღდგენა და სხვები იქნება გარანტრებული", - განაცხადა თალაკვაძემ. მანვე ისაუბრა ეგზიტპოლების განსხვავებულ მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ მნიშვენლობა არ აქვს რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია. ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდი ეგზიტპოლების განსხვავებუბლ მაჩვენებლს აქვეყნებენ. ერთი მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე მხარე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)