|
2020-10-31 17:55:23, 1635 ნახვა
ზაალ უდუმაშვილი - ყველა დიდ ქალაქში მოვიგეთ, მათ შორის თბილისსშიც, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია
„ოპოზიციამ მოიგო ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისიც“,- ამის შესახებ პარტია „ენმ-ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საარჩევნო დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და მოუწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ნუ ჩაჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს საფლავში. „ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, „ქართული ოცნება“ დამარცხდა. შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ, რომ ოპოზიციამ არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც გაიმარჯვა. ამ ინფორმაციას გვიდასტურებს ის მონაცემები, რაც ჩვენ საარჩევნო უბნებიდან მივიღეთ, მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მოვიგეთ თბილისიც. მოხდა ისტორიული ფაქტი, მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კი მივმართავ ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. ყველას გელოდებით 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)