16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 18:03:00, 545 ნახვა

საზოგადოება
საარჩევნო სიების სრულყოფისათვის მუშაობა გრძელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღებაა.

„ბაზაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება გარდაცვლილი პირების მონაცემები. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები კარდაკარ დადიან საზღვრისპირა სოფლებში და საჭიროების შემთხვევაში გარდაცვალების ოქმს ადგილზე ადგენენ.

არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება სააგენტოს და მონაცემთა ბაზაში, შემდგომ საარჩევნო სიაში რჩება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერები.

სააგენტოს წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებულ ხაზთან, სოფელ ქვეშში, ორ ოჯახში მივიდნენ და მოქალაქეების გარდაცვალების ოქმები ადგილზე შეადგინეს.

2018 წელს მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გამოვლენილია და მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 585 გარდაცვალების ფაქტი, აქედან 101 მოქალაქე გარდაცვლილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან 7377 გარდაცვლილი პირის მონაცემებია ამოღებული.

„საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი 2018 წლის შემოდგომამდე გაგრძელდება. სააგენტომ პროექტი სწორედ იმ მიზნით შეიმუშავა, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს, მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე, მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics