10:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 14:43:26, 819 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ გაგიმხელთ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებას, სანამ ის არ გასცდება სამართლებრივ წესებს, არაფერი ემუქრება.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით.

ამასთანავე, პრემიერი გამოეხმაურა მიმდინარე წინასაარჩევნო კვლევებს და აღნიშნა, რომ მას აქვს საკუთარი რეიტინგი, რომელსაც არჩევნების შემდგომ გაამხელს.

„შეიძლება ვიღაცის ფანტაზიაში, ათასი არანორმალური გვყავს სამწუხაროდ პოლიტიკაში, ვიღაცის ფანტაზიებში რაღაც შეიძლება დაიბადოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება, მანამ სანამ, ის შეესაბამება სამართლებრივ წესებ და ნორმებს, ამას არაფერი ემუქრება, მაგრამ როგორც კი ეს გავა ზღვარს და რისკს შეუქმნის სხვა მოქალაქეებს ან შენობებს, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით.

სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის კონტენტი და ნარატივი იყო ცარიელი ყველანაირი შინაარსისგან. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების და პარტიების გაკეთებული. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები, მე ჩემი რეიტინგი მაქვს საკუთარი, რომელსაც მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics