|
2020-10-29 23:05:14, 483 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გურჯაანის ტექნოპარკში ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და ისწავლიან, როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები
ქალაქ გურჯაანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკი ოფიციალურად გახსნა. გურჯაანის ტექნოპარკი საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსეა. ტექნოპარკების პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მინისტრმა დაათვალიერა გურჯაანის ტექნოპარკის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. „ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდობის განათლების საკითხს, მათ შორის, ინოვაციური განათლებას და სტარტაპებს. ახლახანს მივიღეთ გადაწყვეტილება და განსაკუთრებული საგადასახადო საშეღავათო რეჟიმი დავაწესეთ აითი - კომპანიებისთვის. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სპეციალური წესი შეიმუშავა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5-5 პროცენტით განესაზღვრა. ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებებია, რამაც თავისი შედეგები რამდენიმე დღეში გამოიღო. გლობალური მსხვილი აითი კომპანიები გადმოდიან საქართველოში, ხსნიან ფილიალებს, ხოლო ჩვენ ტექნოპარკების მეშვეობით მოვუმზადებთ მათ ადგილობრივ კადრებს, ნიჭიერ ადამიანებს, რომელთა პროფესიულ განვითარებაში ისინიც ჩადებენ კაპიტალს," - განაცხადა მინისტრმა ტექნოპარკის ოფიციალურ გახსნაზე. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ტექნოპარკი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ, დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს. „ისინი აქ ისწავლიან, თუ როგორ განახორციელონ თავიანთი კრეატიული იდეები. ამაში მათ გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან. ისინი ისწავლიან, თუ როგორ წამოიწყონ საკუთარი საქმე, საკუთარი ინოვაციური ბიზნესი, დააფუძნონ სტარტაპი და დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანის ტექნოპარკი იქნება ერთ-ერთი წარმატებული ჩვენს სხვა ტექნოპარკებს შორის. ამისთვის აქ ყველაფერია," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გურჯანიის ტექნოპარკის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები. გურჯაანის ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე. ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის", სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას. ტექნოპარკში ხელმისაწვდომია ასევე საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)