|
2020-10-29 22:21:49, 2461 ნახვა
მიხეილ სააკაშვილი - წმინდა გიორგი მე ზურგს მიმაგრებს
„წმინდა გიორგი მე ზურგს მიმაგრებს“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისში შემაჯამებელ აქციაზე ჩართვისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება წყნარად უნდა გადაბარდეს ახალ თაობას. „ჩემო განსაკუთრებულებო, ჩემო განსაკუთრებულო თანამემამულეებო, რამდენიმე საათი გვაშორებს ჩვენ გამარჯვებამდე. გავიაროთ მშვიდობიანად ეს რამდენიმე საათიც, წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისფლება ახალ თაობას, რომლებიც უკვე დაიბადნენ თავისუფლებაში. მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს საუკეთესო მომავალს. წმინდა გიორგი, რომელიც მე მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგვყურებს ზემოდან. თქვენ, ერთი მხრივ, დაგყურებთ შეშინებული, დამფრთხალი ოლიგარქი, ივანიშვილი, მეორე მხრივ, წმინდა გიორგი. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა, ჩვენი გზა არის წმინდა გიორგის, თავისუფლების, საქართველოს გზა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)