|
2020-10-29 15:05:01, 569 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არა საარჩევნო მარათონში ბრძოლა, არამედ წესების გარეშე ბრძოლაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების დღეს ოპოზიცია ეცდება კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს. „მათი მავნებლური სისტემების პარალელურად მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათი აზრით, განხორციელებადია და მე გეუბნებით, რომ ეს ვერ განხორციელდება, გამორიცხულია. რამდენიმე ათეულ პუნქტზეც კი შეიძლება ავიდეთ ჩამონათვალში, რომელი პუნქტებიც, თითოეული ცალ-ცალკე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების მცდელობას, ქაოსის შექმნის მცდელობას და აშ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთს. საყურადღებოა, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინოს, რომ მათი მხრიდან იქნება მცდელობა, რომ არჩევნების დღეს გაავრცელონ კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები, რომ თითქოს ამ უბნებზე ვიღაცას დაუფიქსირდა კორონავირუსი, ეს არის გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, ასეთი პუნქტები იქნება მრავალი. ოპოზიცია ეცდება, კომისიის წევრების მუშაობის პარალიზება მოახდინოს. შეიძლება არ აქცევთ ყურადღებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ინფორმაციის გამოთხოვის ინტენსივობაზე როდესაც არის საუბარი. ამით ისინი ეცდებიან კომისიის წევრების მუშაობის პარალიზებას. მსგავსი მავნებლური პუნქტების შესახებ უკვე განვაცხადეთ. შეუძლებელია ეს გამოუვიდეთ, რადგან ჯერ ერთი, ადამიანური რესურსი არ ეყოფათ, იმიტომ რომ უკვე ყოველი სამი და ოთხი ადამიანიდან ერთი „ქართულ ოცნებას“ აწვდის ინფორმაციას, თავადაც იმდენად შეწუხებულები არიან ამ მავნებლური გეგმებით. ეს არ არის საარჩევნო მარათონში ბრძოლა რაღაც წესებით, ეს არის წესების გარეშე ბრძოლა, არა საარჩევნო მიზნებისთვის, არამედ სულ სხვა დესტრუქციული მიზნებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას გაძლევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)