00:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 14:31:25, 700 ნახვა

საზოგადოება
ბადრი ესებუას მამა - გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას

„ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, - ასე მიმართავს ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა მის შვილს.

ესებუას ვიდეომიმართვას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ავრცელებს.

„გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი. სად ხარ? არაფერი ვიცი შენს ადგილსამყოფელზე. თუ რამე შეგიძლია, გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვა.

საქართველოს მთავრობამ მძარცველს მოთხოვნები დაუკმაყოფილა, რის შემდეგაც ის მძევლებთან ერთად გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics