10:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 12:42:45, 589 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე პრემიერის განცხადებაზე - ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით ურცხვი ტყუილია, ამას თავად აკეთებენ

„ოცნების“ მხრიდან  ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის ურცხვი ტყუილი და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,  სერგი კაპანაძე პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმად ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კორონავირუსის პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

მისი თქმით, ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, „ქართული ოცნებაა“.

„ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს არის „ქართული ოცნება“. ისინი ჯერ შეეცადნენ, რომ პანდემიის დამარცხება გაესაღებინათ თავიანთ მთავარ წარმატებად და სამარცხვინოდ საარჩევნო ბუკლეტებიც კი დაარიგეს, სადაც მარტო იმაზე იყო საუბარი, თუ როგორ ძლიეს კოვიდს, ოღონდ მერე ყველამ ვნახეთ თუ როგორ გაზიარდა რიცხვები, მოიმატა დაინფიცირებულთა რაოდენობამ და ასევე გარდაცვლილთა რაოდენობამ.

ახლა, სამარცხვინოდ ასევე, ეს სამარცხვინო პოლიტიკური ძალა ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ არ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე სამარცხვინოდ ორშაბათიდან აპირებენ ლოქდაუნს, ოღონდ ამაზე მოსახლეობას არაფერს არ ელაპარაკებიან.

ამიტომ, მათი მხრიდან ნებისმიერი ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ურცხვი ტყუილი და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ და არა ოპოზიციური ძალები“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics