2020-10-28 23:10:50, 536 ნახვა
საზოგადოება
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვედზე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა მოხდა
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვედზე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია თავად ავრცელებს.
ტელევიზიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტირებას ემსახურება.
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვედზე, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმა მოხდა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, არჩევნების წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტირებას ემსახურება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი შეტევა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.
საქმეში გასარკვევად გამოძახებულია სამართალდამცველები. მიმდინარეობს არსებული საკითხის მოკვლევა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,