10:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 14:18:15, 556 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - შიშისგან ტუჩებგათეთრებული შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება, მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების

კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში წაგების, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, ყველა განცხადება, რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან, არის იმისთვის, რათა დამალონ, რომ არჩევნებს აგებენ და მეორე, რომ ორშაბათიდან მათ სურთ ქვეყნის სრული ჩაკეტვა, რათა მოხდეს მეორე ტურში მანიპულაციები.

„შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის განცხადება, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე.

ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, ეს არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით და თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა, ამიტომ, დაუშვებელია, რომ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ჩაკეტოს კვლავ ქვეყანა.

ყველა იდიოტური განცხადება, რასაც მოვისმენთ დღეს, ხვალ და ზეგ, იქნება დაკავშირებული ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ქართული ოცნება აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, იმისთვის, რომ შემდეგ მანიპულაცია მოახდინონ არჩევნებზე.

ეს არ უნდა დავუშვათ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი აქტიურობა, სრული მობილიზაცია და 31-ში ივანიშვილის ჩამოშორება“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია 2 ნოემბერს „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე, არის სპეკულაცია. ამასთან, კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics