|
2020-10-26 17:00:50, 1375 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანში მდებარე მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამუშაოები დასრულდა. ბაზა სრულად მოდერნიზებულია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტებული და რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. 2020 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმავლობაში მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში კაპიტალურად გარემონტდა ყაზარმები, რომელიც ახალი სველი წერტილებითა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებით აღიჭურვა. სარემონტო სამუშაოების შედეგად, ყაზარმებში ახალი იატაკი დაიგო, მოხდა ჭერის, კედლების, განათების სისტემების განახლება და ახალი ავეჯითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. დასრულებულია ფასადების რეკონსტრუქციაც. დასრულდა სასადილოს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და სამზარეულოს თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარებით აღჭურვა. მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა გარე განათების სრული რეაბილიტაცია. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა, რაც გამწვანებას, სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფას, ასფალტის გზის დაგებასა და სტადიონის რეაბილიტაციას მოიცავს. მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის ახლადაშენებული ეკლესია დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს მისივე ინიციატივით დაბეჭდილი საველე ახალი აღთქმა საჩუქრად გადასცა. სპეციალურ ქაღალდზე მინიატურულ ფორმატში დაბეჭდილი ახალი აღთქმა უახლოეს პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალების სრულ პირად შემადგენლობას დაურიგდება. მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ მინისტრს წმინდა გიორგის ხატი საჩუქრად გადასცა. საქართველოს თავდაცვის ძალებში მყოფ მორწმუნეთა მუსულმანურ ნაწილს კი, მინიატურული ყურანის ტარების შესაძლებლობა ექნება. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყურანიც იდენტურ ფორმატში გამოიცა. მუსულმანური აღმსარებლობის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურანი პირადად დაურიგა.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)