2020-10-26 11:58:04, 583 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ
პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს სამედიცინო სფეროს სტუდენტთა გადამზადებისა და კოვიდის წინააღმდეგ ჩართვის გადაწყვეტილება.
"მოგეხსენებათ დღეს ჩვენ ომში ვართ, ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ. ამიტომ როცა საჭიროა, უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის სამედიცინო პერსონალისა და სტუდენტების. დარწმუნებული ვარ ისინი ექიმთა ასისტენტებად კარგად იმუშავებენ", - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან