03:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 15:26:54, 522 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას

მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას. ამასთან, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა იმისთვის, რომ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13253 PCR ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა.გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე და განაცხადა, რომ კრიზისული პერიოდის მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით აღდგენის დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოსტკრიზისული აღდგენის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს და ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics