|
2020-10-24 13:44:55, 587 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - უმორჩილესად გთხოვთ, დაემორჩილეთ დაწესებულ რეგულაციებს, სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს
ის რეგულაციები, რაც დაწესებულია სახელმწიფოს მიერ უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მოქალაქეებს მოუწევთ მასთან ერთად ცხოვრება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. „სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში. ეპიდსიტუაცია გლობალურად დაძაბულია და კიდევ და კიდევ უფრო იძაბება მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ევროპაში. მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი - 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით. საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით გვაქვს 1941 შემთხვევა. კვლავ ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი - აჭარა, სადაც 320 შემთხვევა იყო, ზრდა გვაქვს თბილისში - 1034 ახალი შემთხვევა, ასევე იმერეთში, 258 შემთხვევა, მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)