2020-10-23 19:56:09, 734 ნახვა
რეგიონი
სვანეთის სოფელ ლატალასთან, ტყეში ისევ ხანძარია
სვანეთის სოფელ ლატალასთან, ტყეში ისევ ხანძარია.
არსებული ინფრომაციით , ხანძარი მთის მეორე ფერდობის ქვედა საფარზეა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 50 მეხანძრე მაშველი.
მათივე ცნობით დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან მიმდინარეობს.
მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ლატალასთან მეხანძრე-მაშველებმა ტყეში ხანძარი რამდენიმე დღის წინ ჩააქრეს. ამჯერად ახალი კერა უკვე ლიკვიდირებული ხანძრის ადგილიდან მოშორებით გაჩნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,