2020-10-22 23:18:40, 637 ნახვა
კომენტარი
ოკუპირებული აფხაზეთის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ მძარცველს ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელის რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მძარცველს ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთია.
ინფორმაციას Sputnik Abkhazia ავრცელებს.
ლატიპოვმა ასევე განაცხადა, რომ მძარცველი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ გადავიდოდა, ამისთვსი კი ისინი რუსეთთან ერთად იმუშავებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვა.
საქართველოს მთავრობამ მძარცველს მოთხოვნები დაუკმაყოფილა, რის შემდეგაც ის მძევლებთან ერთად გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,