03:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 15:27:31, 630 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ რუსთავის სამრეწველო ზონაში მდებარე ყველა უმსხვილესი საწარმოს სრული ინსპექტირების და  ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა. გეგმის მიზანია რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, რაც გარემოს გაჯანსაღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გაწერილ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს: სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესება; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭება; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელება მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე;

აღსანიშნავია, რომ  რუსთავის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები არსებულ 25 მსხვილ საწარმოზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სამრეწველო ობიექტზე  გავრცელდება. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საწარმოებს ობიექტებზე თანამედროვე მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემების დაყენება და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგი დაევალებათ.

გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ ლარს აღემატება.  მნიშვნელოვანია, რომ სამრეწველო გაფრქვევების რეგულირებასთან ერთად, გეგმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ქალაქში გამწვანებული არეალების გაზრდა, საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics