|
2020-10-22 12:03:01, 665 ნახვა
კომენტარი
დე ფაქტო უშიშროების სამსახური - ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია, მისი გადაკვეთა შეუძლებელია
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის უფროსის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, როგორც ლატიპოვმა აღნიშნა, „სასაზღვრო ზონაში“ რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა დამნაშავე, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში, რუსეთთან ერთად, მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შევიდეს“, - განაცხადა ლატიპოვმა. ცნობისთვის, გუშინ, 21 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლ;ების თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)