15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 19:38:14, 647 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია: იმის ნაცვლად რომ გამოსავალი მოძებნონ, აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მძევალი ენმ-ს მხარდამჭერია - წარმოუდგენელია ეს

მთელი ერი და ბერი მსგავს ვითარებაში გაერთიანებულია, ამ დროს კი პოლიტიზირებული შსს ავრცელებს განცხადებას და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი ზუგდიდში, გაუქმდა

„ჩვენი ემოციები და ფიქრები მიმართულია მათკენ, უბრალოდ არ შემიძლია არ ვთქვა და ხაზი არ გავუსვა ხელისუფლების კადნიერება ალბათ ყველაზე რბილი შესაბამისი სიტყვაა, რომელიც ახლა მაფიქრდება, იმის ნაცვლად, რომ სწრაფი ოპერტიული გამოსავალი მოძებნოს შსს-მ , მთავრობას, იგი თავიდან ბოლომდე ჭირშიც კი ანსხვავებს თავის მოქალაქეს და მძევლებს შორის ახდენს მისსა და სხვის მხარდაჭერების იდენტიფიცირებას, მგონი მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მთელი ერი და ბერი არის ხოლმე მსგავს ვითარებაში გაერთიანებული და ლოცულობს, რომ უსიხლოდ დასრულდეს ოპერაცია, ამ დროს ჩვენი პოლიტიზირებული შსს ავრცელებს განცხადებას და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. მე ვფიქრობ, ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება, წარმოუგენელია ეს“, - განცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics