|
2015-09-21 15:27:28, 350 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ალიბეგაშვილი: მეტროს მშენებლობის შემდეგ, თბილისში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, თბილისში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. როგორც ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის კომენტირებისას განუცხადა, "პანორამა თბილისის" პროექტი ხელს შეუწყობს თბილისს, რათ ისი მკვიდრ რეგიონალურ ცენტრად იქცეს. მისივე განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს გაეცნობა და გაითვალისწინებენ მხოლოდ იმას, რაც გასათვალისწინებელი იქნება. "ასეთი დიდი პროექტები, რომელიც ჩვენი დედაქალისთვის არის აუცილებელი, უნდა განხორციელდეს. მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად გასულ საუკუნეში, როდესაც იყო კომუნისტების ფორმაცია და როდესაც განხორციელდა მეტრომშენებლობა, მას შემდეგ თბილისში ასეთი მასშტაბის და ასეთი წარმომჩენი პროექტი არ არის შემუშავებული და განხორციელებადი. ვფიქრობ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენ დედაქალაქს, რათა იგი იქცეს მკვიდრ რეგიონალურ ცენტრად",-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. შეგახსენებთ, 13-მა საეთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი "პანორამა თბილისი" არ უნდა განხორციელდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)