|
2020-10-21 15:11:58, 648 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი
საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ნებისმიერი სუპერმარკეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს როგორც უნივერსიტეტების გახსნა, ასევე უნდა ჩატარდეს არჩევნებიც და ამუშავდეს ეკონომიკა. „რაოდენობის ზრდის ფაზაში, არავის უნდა გვეგონოს რომ ეს ზრდა არ გაგრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა მეგობრებო, წესების დაცვით, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მოხუცებულებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნივერსიტეტებიც უნდა გავხსნათ, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ეკონომიკაც უნდა ავამუშავოთ, წესების დაცვით. დარწმუნებული ვარ, იმ წესებით რომელიც შემუშავებულია ცესკოს და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, ეს იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)