16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 11:32:43, 679 ნახვა

კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი - დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი დაიწყება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი დაიწყება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს და არ შეესაბამება რეალობას.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, რომ თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში, თითქოს ზარებზე არ ხდება პასუხი და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან არის კავშირში ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები სადაც კონსულტაცია 1 საათით დაგვიანდა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევბია, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ერთეული შემთხვევების გამო, არ აჰყვეთ პანიკას, რადგან ექიმები მუდმივად კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან, თვითზიოაცლაში და ბინაზე მყოფებთან.

ჩვენ მოგესენებათ პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭივრავლე, დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არ ჰქონია, სიმართლე არის ის, რასაც ამ ტრიბუნიდან საბჭოს წევრები იძახიან. გთხოვთ, ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც ამ ტრიბუნიდან ვრცელდება, რაც stopcov-ზე ვრცედება და რასაც ეპიდემიოლოგები გეუბნებიან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics