04:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 11:38:42, 372 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარდა რიგების მართვისა, სერვისცენტრებში მისულ მოქალაქეებს, არქონის შემთხვევაში, პირბადეები დაურიგდებათ.

„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ სერვისცენტრებში მომსახურების დროს, უზრუნველყოფა გაუკეთონ არსებულ რიგებს, რომ პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი არ იყოს შეკრებილი. ჩემი თხოვნა იქნება,  ყველაფერი იყოს მოწესრიგებული - დავიცვათ რიგები და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, მაქსიმალურად ვეცადოთ, დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამით უნდა დავიცვათ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, იმ ადამიანებისაც, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს, რათა პირბადეები რაიონული გამგეობების უფასო სასადილოებშიც დარიგდეს.

„გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც  ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, პირბადეები მაქსიმალურად, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ. ილია ელოშვილს ვავალებ, რომ ამ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics