12:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 10:23:24, 505 ნახვა

პოლიტიკა
„დაუპიპინე ბიძინას“ - თბილისსა და რეგიონებში „ევროპული საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში საავტომობილო აქცია - „დაუპიპინე ბიძინას“ მიმდინარეობს.

აქცია 10:00 საათზე  თბილისში საკრებულოს შენობიდან დაიწყო.

აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ სიგნალებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლონ.

ამასთან, დაგეგმილია, რომ 14:30 საათიდან, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისში ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს ცენტრისკენ დაიძრებიან, 17:00 საათზე, კი ბიზნეს ცენტრთან აქტივისტები დასავლეთ საქართველოდან ჩამოვლენ.

შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics