08:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 10:27:04, 358 ნახვა

სამართალი
საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის 2 ჯგუფი ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2017 წელს ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს [SEL1, NEL1, SEL2, NEL2] მოიცავს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალებთან. შეფასების პროცესის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები. 2019 წლიდან აღნიშნულ პროცესში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები, აილენდის კლასის სადარაჯო ხომალდები "დიოსკურია" და "ოჩამჩირეც" ჩართნენ.

შეფასების პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი. განახლდა ტაქტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლების პირადი აღჭურვილობა. ჯგუფები აღმოჩენისა და კომუნიკაციის, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული​ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვნენ. განახლდა შეირაღებაც - საბჭოთა წარმოების იარაღი ნატოს სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე იარაღით შეიცვალა.

აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics