16:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 22:30:46, 516 ნახვა

კომენტარი
იმნაძე - არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეხსნა კარვები

„არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეხსნა კარვები“ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტესტირებების მაჩვნებელი, რომელიც საქართველოშია, ბევრ დასავლეთის ქვეყანას შეშურდება.

„აშკარად არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეხსნა კარვები. ბათუმში 5 კარავი იყო, თუ არ ვცდები, გახსნილი. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა თავის ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების ძალიან გადატვირთვა და ამან გამოიწვია პასუხების დაგვიანება იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

ტესტირების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ განვითარებულ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. უმრავლეს ქვეყნებში, აქ რაც პასუხების დაგვიანებად ითვლება იქ ნორმაა“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics