16:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 14:00:48, 536 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით, მედიაციის სახლში პროექტი „ნაბიჯი წარმატებისკენ“ განხორციელდა.

მასში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში არასრულწლოვნები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა, გაცვლითი პროგრამები, რეზიუმეს წერა, სამოტივაციო წერილი, გასაუბრების ტექნიკები, პროექტის მართვა.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგენების ამაღლება. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ამავე პროექტის ფარგლებში მომავალში შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა მცირე გრანტების კონკურსში, რომელიც მათივე თემის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. პროექტი საინიციატივო ჯგუფის - „ნაბიჯი მომავლისკენ“ - მხარდაჭერით განხორციელდა. მასში ჩართულები იყვნენ პროგრამების „ლიდერთა სახლის“, „მოხალისეს“, „ახალგაზრდული კლუბის“ აქტიური მონაწილეები.

 აღნიშნული პროექტი თბილისის გარდა ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში ჩატარდება, სადაც ასევე იქნებიან ჩართული დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვანი ბენეფიციარები.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული, პირველადი პრევენციის მიზნით სხვადასხვა ინოვაციურ პროგრამა/პროექტებს ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics