|
2015-09-21 13:27:08, 488 ნახვა
საზოგადოება
“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში“ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა
“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, „არტვილა გარიყულაში“ ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-7 საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა. ფესტივალი წელს დაარსებიდან მე-15, საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. Fest i Nova 2015 G-15 შარშანდელის მსგავსად, წელსაც კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები და თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უცხოური ინსტიტუციები გააერთიანა. Fest i Nova 2015 G-15 -ის ფარგლებში პირველად გაიხსნა აზერბაიჯანის, ლიტვისა და უკრაინის პავილიონებიც. წელს თიბისი ბანკმა, პროექტის - #წერექართულად ფარგლებში Fest i Nova 2015-ზე ინტერაქტიული არტობიექტი წარმოადგინა - დაფა, რომელზეც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს მოძრავი ქართული ანბანის ასოებით საკუთარი ემოციების წერილობით გამოხატვა შეუძლიათ. „უკვე მესამე წელია, თიბისი ბანკი Fest i Nova-ს ერთგული მხარდამჭერია. გასული წლის მსგავსად, წელსაც შეიქმნა თიბისი ბანკის არტობიექტი, რომელიც ჩვენ მიერ დაწყებულ პოპულარულ პროექტს, #წერექართულად ეძღვნებოდა. გვიხარია, რომ ჩვენმა არტობიექტმა ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელში მოწონება დაიმსახურა. მათ საკუთარი შთაბეჭდილებები მოძრავი ქართული ანბანის საშუალებით გაგვიზიარეს,“ -აცხადებს თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი. ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა. Fest i Nova G-15 დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ელოდება. ფესტივალი 19 ოქტომბერს დაიხურება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)