|
2020-10-19 21:20:17, 5690 ნახვა
ცესკო - კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა
კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 08:00 საათამდე გაგრძელდება. "საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაცინალური-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის 31ოქტომბრის არჩევნებში მოაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისათვის საარჩევნო გარემოში,მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონალურ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 08:00 საათამდე გასტანს", - განაცხადა მიქელაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)