15:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 15:51:21, 580 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ბათუმში საინფორმაციო კამპანია გრძელდება

პროექტი - „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“ - ბათუმში გრძელდება. ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიაში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები ჩაერთვნენ.

მათთვის საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველმა ქეთევან სარაჯიშვილმა განაცხადა,  საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის. ხშირად ინფორმაციის არქონაა მიზეზი იმისა, რომ პირი ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის მსხვერპლი ხდება.  

პროექტს - „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“ - „სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალი“ ახორციელებს. ტრეფიკინგის პრევენციისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება. შეხვედრებზე მსმენელებს განუმარტავენ, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; აუხსნიან იმასაც, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს, რა სანქციებია გათვალისწინებული დამნაშავისათვის და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მედიისათვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება.  დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. პროექტი 16 ოქტომბერს დასრულდება.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics