18:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 13:01:43, 471 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი- გვჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩ ვენს მეგობრებთან მოლაპარაკებებში

„ქართული მხარე არაფერს განსაკუთრებულს ზედმეტს არ ითხოვს ჩვენი მოძმე ხალხისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი სახელმწიფოსგან, აზერბაიჯანისგან. ჩვენი ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის დაიდო”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ყველა შესაბამისი არგუმენტი აქვს, რომელსაც მის პოზიციებს ამყარებს: „ჩვენ ასე გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი და ასე ვთქვათ, მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან, ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. თანაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო, სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით, რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს.“

მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება და აზერბაიჯანის მხრიდან უკვე გახმოვანდა პოზიცია, რომ მზად არიან დიალოგისთვის. „ამ რადიკალურ თუ მტრულ, ანტიეროვნულ ძალას, მოღალატეთა გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზანი, მათი მცდელობა, რაც იყო თავიდანვე, როდესაც აწიეს ტემპერატურა, რომ ეს რა ხდება, აზერბაიჯანთან კონფლიქტს იწყებთ?! ეს, რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ, რადგან თვითონ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა გაჯიევმა.  ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ მზად არიან დიალოგისთვის.“





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics