21:33 - 21 Jul, 2026
|
2015-01-05 14:17:07, 4661 ნახვა
მსოფლიო
ზიგმარ გაბრიელი: რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქაოსს გამოიწვევს
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქაოსს გამოიწვევს, - ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა. „ჩვენ გვსურს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და არა რუსეთის მუხლებზე დაყენება“, - განაცხადა გაბრიელმა. მისი თქმით, ბერლინის მიზანი რუსეთის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ქაოსამდე მიყვანა არ არის. „მათ, ვისაც სურს რუსეთში ქაოსი, მთელი ევროპისთვის საშიშ სიტუაციას მიიღებენ. სანქციების მიზანი რუსეთის მოლაპარაკებების სკამთან დასმაა“, - განაცხადა გაბრიელმა და აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. აღსანიშნვია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)