|
2015-09-20 10:57:08, 588 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა უშბადან დაშავებული გერმანელი ტურისტები უვნებლად ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიის რაიონში, უშბაზე მყოფ გერმანელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მესტიის რაიონში, მწვერვალ უშბის მიმართულებით მიმავალ გერმანელ ტურისტებს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ძლიერი ტკივილების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. "დაკარგული და დაშავებული ტურისტების ჩამოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის მეორე სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების 7 კაციანი და სასაზღვრო პოლიციის 6 კაციანი ჯგუფი. ნაპრალში ჩავარდნილ ტურისტს გადაადგილება არ შეეძლო, მაშველებმა იგი დაახლოებით 10 კმ. ფეხით სავალ გზაზე ხელით ატარეს და სოფ. ბეჩომდე უვნებლად ჩამოიყვანეს. ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა, გერმანელი ტურისტები მესტიაში ჩამოიყვანეს, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს",-აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)