2020-10-15 15:53:20, 910 ნახვა
რეგიონი
ხევსურეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ხევსურეთში, არხოტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები.
"ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი. კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით. ქრობის სამუშაოებს,რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს", - ვკითხულიბთ განცხადებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან