07:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 21:38:36, 458 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცემა

ხვალ, 15 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში (მისამართი: ბუდაპეშტის ქ#28) გაეროს ბავშვთა ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს.

ღონისძიებას დაესწრებიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი.

პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან.

დამცავი საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics