15:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 13:04:50, 536 ნახვა

საზოგადოება
კახეთში ამ დროისთვის 19 200 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებში  ყურძნის  ჩაბარების და გადამუშავების პროცესს გაეცნენ.

სამინისტროს  ხელმძღვანელმა პირებმა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კომპანიების -  შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, შპს „მეღვინეობა გრანელი“, სს „კოტეხის ღვინის ქარხანა“ და სს „გურჯაანი 1929“ - ქარხნები დაათვალიერეს.  აღნიშნული  კომპანიები რთველის  დაწყებიდან ჩართული არიან  ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში  და შეუფერხებლად განაგრძობენ  მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.

ოთარ დანელია  ღვინის მწარმოებელი კომპანიების  წარმომადგენლებს  შეხვდა და საწარმოებში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვინაიდან რთველი აქტიურ ფაზაში  შედის და კახეთის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში  ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე ათას ტონას აღწევს, მნიშვნელოვანია საწარმოების მხრიდან  მევენახეების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს. აუცილებელია  ყურძნის მიღება ქარხნებმა  ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას  რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს.

 მინისტრი ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ  მევენახეებს გაესაუბრა და რთველის მიმდინარეობის შესახებ  ინფორმაცია მოისმინა. მევენახეებმა აღნიშნეს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერს (ერთ დღე-ღამეში) კახეთის  რეგიონში 4 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. 19 სექტემბრის 12:00 სთ-ის მდგომარეობით, გადამუშავებულია 19 200  ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 10,5 მლნ ლარს გადააჭარბა. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 33 ღვინის მწარმოებელი კომპანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics