09:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 10:41:50, 517 ნახვა

პოლიტიკა
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს, ხოლო კომიტეტების მუშაობა არ არის აქტიური.

„პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლი ძალიან დაბალია – მინისტრები, დაბარების მიუხედავად, ძალიან იშვიათად ცხადდებიან პარლამენტში; ამის საპასუხოდ პარლამენტს არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება.

მინისტრთა ანგარიშები, ფაქტობრივად, არ განიხილება, ან სხვა და სხვა ფორმატით მათი მოსმენა პარლამენტში არსებით ხასიათს არ ატარებს. ხშირ შემთხვევაში, დეპუტატების შეკითხვა/კომენტარები ეხება არარელევანტურ საკითხებს.

კომიტეტების მუშაობა არ არის აქტიური:

კომიტეტების უმრავლესობამ სხდომების მხოლოდ მინიმალური ან მინიმალურზე ნაკლები რაოდენობა ჩაატარა. 

კომიტეტები პასიური არიან სხვა უფლებამოსილებების გამოყენებაშიც, როგორებიცაა – საკანონმდებლო ინიციატივები; კანონის აღსრულების კონტროლი; ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა; დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და სხვა დროებითი კომისიების შექმნა; სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; კანონქვემდებარე აქტების კანონებთან შესაბამისობის შესწავლა“, - აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics