09:27 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 15:45:31, 543 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - პარტნიორი პარტიები ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი ივანიშვილზე გაასწორონ, თავს ესხმიან „ენმ“-ს

პარტნიორი პარტიები ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსი ივანიშვილზე გაასწორონ, თავს ესხმიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ „ენმ“-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაზე და მის ლიდერზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილს ახარებს.

„იმ ვითარებაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არის სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის და არჩევნებამდე დარჩენილია ძალიან ცოტა დრო, ოპოზიციურ პარტიაზე და მის ლიდერზე თავდასხმა ახარებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. მორატორიუმიც კი გამოვაცხადეთ, რომ არ გვსურს ამ კინკლაობაში შესვლა, ვინაიდან ჩვენი მთავარი სამიზნე არის უპირობო დამარცხება ბიძინა ივანიშვილის. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა პარტიებმა ნაცვლად იმისა, რომ მთელი ფოკუსი გაასწორონ ივანიშვილზე, თავს ესხმიან მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ არ განვიხილავთ მათ პოლიტიკურ კონკურენტებად“, - აცხადებს დეკანოიძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics