14:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 14:42:55, 6097 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმის სათნოების სახლში კორონავირუსი კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლში კორონავირუსი კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა, - ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია.

ამასთანავე, როგორც პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, კოვიდ19, ჯამში, მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა.

„მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ სასტუმროებში გადიოდნენ. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს. ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია.

ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics