|
2015-09-19 09:39:23, 467 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი - აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი
ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. “გაოცებული ვარ იმ თბილი დახვედრით, რომელიც ვნახეთ მე და ჩემმა მეუღლემ თბილისში და პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სწრაფი მიღებით. ძალიან კარგი და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. აშშ-ი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ვისაუბრეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი და ასევე, განვავითაროთ მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობები, რაც საქართველოს აქცევს წარმატების მაგალითად“, - განაცხადა ელჩმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იან კელის საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)