08:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 13:07:09, 513 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება - საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და სომხეთში სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება

ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება და ფრენები, რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა.

„კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა, სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლიან ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაო-ს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით.

კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის იკაო-ს წინაშე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics