2020-10-13 11:20:00, 1267 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში, 168 თბილისში, ხოლო 117 იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში, 168 თბილისში, ხოლო 117 იმერეთში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 5974 აქტიური შემთხვევაა.
„აქტიური შემთხვევა გახლავთ 5974. 569 ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგნაირია: აჭარა 207, თბილისი 168, იმერეთი 117, შიდა ქართლი 25, ქვემო ქართლი 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი 24, გურია 8, კახეთი 5, მცხეთა მთიანეთი 5, სამცხე-ჯავახეთი 3“, - განაცხადა ენდელაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან