|
2020-10-12 16:43:31, 624 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, 2020-21 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. ბაქრაძის თქმით, ეს ბიუჯეტი, როგორც წინა წლებში, ახლაც არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. ბაქრაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან არის გარდამტეხი ცვლილებები. „ქვეყანა არის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი არის გადამტეხ ცვლილებებში. დღეს მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება. დღევანდელი ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არ ამცირებს სამთავრობო ხარჯებს, გააგრძელებს მთავრობის კარგ პირობებში ცხოვრებას და გამოსავალს არ აძლევს მოსახლეობას, რომელიც ჩავარდნილა უკიდურეს ეკონომიკურ პრობლემაში. ამიტომ, ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე მოხდება გარდამტეხი ცვლილება და მომავალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეცვლის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს. ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ განხილვაში მონაწილეობა მივიღეთ იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, როგორ ზრუნავს "ქართული ოცნება" არჩევნების წინ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ძალაუფლებაზე და არჩევნების წინაც კი შემოტანილი ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას"- განაცხადა ბაქრაძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)