09:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 11:45:41, 493 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, ამჟამად, შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე მიმდინარეობს დაკვირვება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს.

„დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ ჩვენ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. თუმცა, რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების. ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში, არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics