09:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 16:02:25, 529 ნახვა

საზოგადოება
„ქართუს“ დაფინანსებით ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კიდევ ერთი საჩუქარი მუნიციპალიტეტისთვის. წავკისისწყლის ხეობის დაახლოებით სამკილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდა. მოეწყო სასეირნო ბილიკი, ველობილიკი და ველომოყვარულთათვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს, რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ პროექტით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა წლების წინ. უბრალოდ, გავლაც კი შეუძლებელი იყო. სავსე იყო ძველი საბურავებით და სამშენებლო მასალით. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სივრცე ქალაქში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაისვენონ და განიტვირთონ. კიდევ ერთხელ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორცილება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს.

პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა.

ახალი სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და ანდრია ბასილაიამ, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics