|
2020-10-10 21:07:37, 701 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდა - ვიდეო
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში ცეზარ ჩოჩელმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალუბანში, ნატახტარში, მისაქციელში, აღდგომლიანთკარში, ნაოზასა და ფრეზეთში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა. მოსახლეობამ ცეზარ ჩოჩელთან საუბარში ხაზი გაუსვეს იმას, რომ სოფლების უმრავლესობას დღემდე არ აქვს სასმელი წყალი. განსაკუთრებული პრობლემების წინაშე არიან, ფრეზეთში, სადაც კომპაქტურადაა ჩასახლებული ახალგორელი დევნილები. მოსახლეობა, ამბობს, რომ ხელისუფლება და მოქმედი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მათ წყლის სისტემის მოწესრიგებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას დაპირდა თუმცა, როგორც ფრეზეთში ასევე სხვა დანარჩენ სოფლებში დანაპირები არ შეასრულა. "ყველგან რაც ყველაზე მეტად თვალში საცემია, არის ერთი და იგივე პრობლემა, წყალი ინფრასტრუქტურა და მასიური უმუშევრობა. უმუშევრობა ეს არის ნომერ პირველი პრობლემა. ყველაზე ცუდი კი რაც ამ ბოლო დროს ფიქსირდება არის ხალხის მასიური დაშინება. გამგებლები, რწმუნებულები ხალხს ექცევიან როგორც მონებს. ხალხი არ უნდა გამოვიდეს გარეთ, არავის არ უნდა დაელაპარაკონ, ინფორმაცია არ უნდა მიიღონ რა ხდება ქვეყანაში. თუ ვინმე გამოვიდა შეხვედრებზე უნდა გადაუღონ დაასურათონ, ხელში თუ ჩაიგდეს ეს დაშინებული ადამიანი მერე ემუქრებიან ასაკობრივი პენსიის მოხსნით, შემწეობის მოხსნით. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. რვა წელია ხელისუფლება ერთი და იგივეს გვპირდება, მეტი თავისუფლება, მეტი ღირსება მეტი დამოუკიდებლობა, რაც დრო გადის, მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება. 2016 წელს მე არ მახსოვს ასეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, ახლა კი გამოჩნდა, რომ ხალხს მძიმე პირობებში ამყოფებენ, აშინებენ. " - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა. მისი თქმით, პირველ ნოემბრიდან, ყველანი ერთად შევცვლით რვა წლიან უძრაობას, პროგრესით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)