23:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 18:24:18, 355 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ვიწყებთ ბრძოლას, რომელიც ხელისუფლებიდან ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორებით დასრულდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გიგი უგულავას მხარდამჭერები არიან შეკრებილები. 

ამ წუთებში პარტიის ლიდერები ეზოში განცხადებებს აკეთებენ და ხალხს მოუწოდებენ, უგულავას მიმართ განაჩენის გამოტანამდე ტერიტორია არ დატოვონ. 
საქალაქო სასამართლოს ტერიტორია გიგი უგულავამ უკვე დატოვა, თუმცა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  გიგა ბოკერიამ განაცხადა, უგულავა დაბრუნდება და შეკრებილ საზოგადოებას განაჩენის გამოტანამდე მიმართავს. 
„გუშინდელი ისტერიკის შემდეგ, გაასმაგებული ზეწოლა იყო მოსამართლეზე, რომელსაც ვიცით, რომ პრობლემები აქვს. გუშინდელი გამარჯვება შეეხო ყველას, ამ გამარჯვებას საქართველოს ვერავინ წაართმევს. ის, რაც დღეს აქ მოხდა, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილი თავის მიზანს ვერასდროს მიაღწევს. დღეს, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდება, ჩვენ ყველანი მივმართავთ იმ კაცს, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ვიწყებთ იმ ბრძოლას, რომელიც ხელისუფლებიდან ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორებით დასრულდება“, – აღნიშნა ბოკერიამ.
ცნობისთვის,  „თბილსერვის“ ჯგუფისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად  სათათბიროდ გავიდა.
თუმცა, მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია,  რამდენ ხანში გამოიტანს განაჩენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics