06:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 13:41:09, 517 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს საგარეო უწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პროგრესის მიღწევა მოხერხდება.

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოსკოვში გამართული 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics