|
2020-10-09 14:41:41, 1121 ნახვა
კომენტარი
აფგან მუხთარლი: საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან
„საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან”, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, როგორც ჩანს, გაიგეს რომ თბილისში მოდის და ახლა მისი შეჩერება სურთ. „გერმანიაში აეროპორტში საქართველოს საკონსულო და ავიახაზები თბილისში ჩამოსვლაში ხელს მიშლიან. მათ ნახეს ჩემი დოკუმენტები და თქვეს, რომ წესრიგში არაა. ეს არ შეესაბამება სიმართელს. როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და ახლა სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იყო მითიტებული. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე", - წერს აფგან მუხთარლი. შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩამოდის. მისი ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი დღეს პროკურატურაში გამოიკითხება. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)